იაპონელი კატა სახელად – „მოტიმარუ“ გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც „YouTube“–ზე ყველაზე პოპულარული კატა.
მიმდინარე წლის სექტემბერში „მოტიმარუს“ მონაწილეობით ვიდეოები 619 586 260-ჯერ ნახეს.
ახალი რეკორდსმენი 2019 წელს დაიბადა, „YouTube“-ზე დებიუტი კი 50 დღისას ჰქონდა.
ამ დროისთვის „მოტიმარუს“ ვიდეოები 693 405 434-ჯერ არის ნანახი, მის „YouTube“-არხს კი 1.42 მილიონი გამომწერი ჰყავს.