სენაკში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილ ახალგაზრდას გლოვობენ.
გიორგი სახოკია 13 დეკემბერს მომხდარ უმძიმეს ავარიას ემსხვერპლა. ავტომობილი, რომელსაც 28 წლამდე ასაკის ახალგაზრდა მართავდა, ბეტონის ჯებირს დაეჯახა.
„გიო ადგილზე დაიღუპა. საშინელი ტრაგედია დატრიალდა. სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა დავკარგეთ… ღმერთმა ნათელში ამყოფოს. ოჯახს კი გამძლეობა“, -წერენ გარდაცვლილის ახლობლები სოციალურ ქსელში. ამავე ავარიის დროს ავტომობილში მყოფი კიდევ ერთი პირი დაშავდა და სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.






























































