თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ახობაძის საქმის არსებითი განხილვა დასრულდა.
როგორც ცნობილია, განაჩენი ორშაბათს, 28 ივლისს, 10:00-ზე გამოცხადდება.
საქმეს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი განიხილავს.
ინფორმაციისთვის, გიორგი ახობაძე უწყვეტი საპროტესტო აქციების დაწყების პირველივე დღეებში დააკავეს. მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს – ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა.
































































