სოციალურ ქსელ ფეისბუქში შეიქმნა ჯგუფი “დიდებასთვის” – გიორგი დიდებაშვილის დასახმარებლად.
ინფორმაციისთვის, გიორგი დიდებაშვილი ლეიკემიას ებრძვის. მას ძვლის ტვინის გადანერგვა ესაჭიროება, რადგან ქიმიურმა თერაპიებმა შედეგი არ გამოიღო.
“რთული მდგომარეობის გამო ყოველი დღე და ყოველი წუთი გადამწყვეტია გიორგის სიცოცხლსითვის, რომ #ლეიკემია დამარცხოს. მძიმე მდგომარეობის გამო ოჯახმა სტამბულში ფლორენს ნაინთიგეილის ჰოსპიტალში გადაიყვანა გიორგი და ეხლა იქ გადის მკურნალობას,” – წერს თავის ფეისბუქ გვერდზე “ფონდი სიკეთის კვალი”.
“როგორც ექიმები ამბობენ გიორგის გადარჩენა რომ შეძლონ სასწრაფოდ უნდა მოხდეს ძვლის ტვინის გადანერგვა. დრო მხოლოდ 3 კვირა აქვთ ოჯახს რომ თანხა იშოვოს 20 000$ წინა საოპერაციო მკურნალობისთვის, ხოლო ძვლის ტვინის გადანერგვისთვის 65 000 $ რაც 250.000 ლარზე მეტია,” – წერია ამავე გვერდის განცხადებაში.
გიორგი დიდებაშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია. “თსუ-მ” სტუდენტებს ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა, რომლის შინაარსი ასეთია: “თსუ-ს სტუდენტ გიორგი დიდებაშვილს აქვს ლეიკემია, გთხოვთ დავეხმაროთ” – იქვე მითითებულია საბანკო რეკვიზიტები. დარეკეთ საქველმოქმედო ნომერზე: 0 901 70 15 90 (1 ზარი 1 ლარი ) საქველმოქმედო ზარის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოდან, ჯეოსელის,მაგთის და ბილაინის აბონენტებისთვის.
ავტორი: გუგა ლომაძე