საქართველოს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში ორი ვიცეპრემიერი იქნება. ამის შესახებ ინფორმაცის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, ვიცეპრემიერებად შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი დაინიშნენ.
შესაბამის ბრძანებებს მთავრობის მეთაურმა ხელი ცოტა ხნის წინ მოაწერა.