დოდო გუგეშაშვილის ოჯახში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება აქტიურ ფაზაშია, – განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პირველი არხის გადაცემაში „ახალი კვირა“.
„არსებობს სხვადასხვა ვერსია, რაზეც გამოძიება ძალიან აქტიურად მუშაობს. კონკრეტულ ვერსიებთან დაკავშირებით დეტალებში ვერ შევალ, თუმცა მრავალ ვერსიას შორის არსებობს ერთ–ერთი ვერსია, რომ დოდო გუგეშაშვილი იცნობდა პიროვნებას, რომელიც მას თავს დაესხა, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ. მოგეხსენებათ, ქალბატონი დოდო გუგეშაშვილი დღეს მოწმეთა დაცვის პროგრამაში, პოლიციის დაცვის ქვეშ იმყოფება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.