პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის კვერცხების სროლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
“წარმოიდგინეთ, შეშინებული ივანიშვილი ბიძინას სახე, როდესაც ქალზე კვერცხებით თავდასხმის ბრძანებას გასცემდა და გაიხსენეთ ყოველთვის, როცა ივანიშვილი ბიძინა ღირსებაზე, სამშობლოს სიყვარულზე და ქართულ ტრადიციებზე დაგვიწყებს საუბარს.
ჩემი მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილს”,_ წერს გახარია სოციალურ ქსელში.