,,ჟურნალისტებს აქ როცა შემოვდიოდი, ასეთი შეკითხვა ჰქონდათ – კომფორტულად გრძნობთ თუ არა თავს, როცა პარლამენტი არის ერთპარტიული და სხდომათა დარბაზში არ არის ოპოზიცია ან როცა მთავრობას ამტკიცებს ერთპარტიული პარლამენტი. რა თქმა უნდა, ეს კომფორტული არ არის“, _ ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ, გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ერთპარტიულ პარლამენტში გამოსვლისას გიორგი გახარიამ, ასევე აღნიშნა, რომ მოქალაქეებმა არჩევნების დროს ხმა მისცეს 9 პარტიას და განსაზღვრეს, რომ ამ პარლამენტში უნდა ყოფილიყო 60 ოპოზიციური მანდატი, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი
„რა თქმა უნდა, ჩვენთვის დიდი პატივია და პასუხისმგებლობა დღეს თქვენთან ერთად აქ საუბარი მთავრობის შემდგომი წლების გეგმაზე. სამწუხაროდ, ასევე უნდა ვთქვათ, რომ დღეს პარლამენტის სხდომათა დარბაზის ნაწილი ცარიელია და მარტივი მიზეზის გამო იმიტომ, რომ ჩვენი პარლამენტის ოპოზიციური წარმომადგენლები დღეს არ ესწრებიან სხდომას. საგულისხმო ინციდენტი იყო, ინციდენტი რა – შემთხვევა, ჟურნალისტებს აქ როცა შემოვდიოდი, ასეთი შეკითხვა ჰქონდათ – კომფორტულად გრძნობთ თუ არა თავს, როცა პარლამენტი არის ერთპარტიული და სხდომათა დარბაზში არ არის ოპოზიცია ან როცა მთავრობას ამტკიცებს ერთპარტიული პარლამენტი. რა თქმა უნდა, ეს კომფორტული არ არის. მაინც მომიწევს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა აქედან რომ გავალ და შემიძლია ავხსნა რატომ – არ არის იმიტომ, რომ გარდა იმისა, რომ ეს ჩვენთვის არ არის კომფორტული, გვესმის, რომ ნებისმიერი სწორი გადაწყვეტილება პირველ რიგში უნდა იყოს მიღებული ჯანსაღ დისკუსიაში და დავაში და ჩვენ ამის ძალიან კარგი გამოცდილება გვქონდა გასული წლების განმავლობაში. არასოდეს შეგვშინებია შინაარსობრივი დისკუსიის და საუბრის, მაგრამ ჩვენ რომ ჩვენს კომფორტს დავანებოთ თავი, რა თქმა უნდა, ეს არ არის კომფორტული ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებმაც არჩევნების დროს ხმა მისცეს 9 პარტიას და განსაზღვრეს, რომ ამ პარლამენტში უნდა ყოფილიყო 60 ოპოზიციური მანდატი, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ
ცნობისთვის, “ქართულმა ოცნებამ” პარლამენტში სამთავრობო პროგრამის მოსმენა უკვე დაიწყო, დღეს პარტია ახალ მთავრობას დაამტკიცებს.