საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დროს მირზა სუბელიანს არ იცნობდა.
ამის შესახებ გიორგი გახარიამ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კომისიის წევრის ირაკლი აბესაძის კითხვის პასუხად განაცხადა.
დეპუტატი დაინტერესდა იცნობდნენ, თუ არა შსს მინისტრი და ყოფილი მთავარი პროკურორი მირზა სუბელიანს.
„მირზა სუბელიანს მომხდარი ფაქტის დროს არ ვიცნობდი, ახალი გამოყოფილი საქმის პირობებში მქონდა მირზა სუბელიანთან კონტაქტი, როდესაც ის იმყოფებოდა ცენტრალურ კრიმინალური პოლიციაში გარკვეულ გამოკითხვაზე”, – განაცხადა გიორგი გახარაიამ.
როგორც ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, მირზა სუბელიანს იცნობდა, რადგან მისი თანამშრომელი იყო.
„რა თქმა უნდა ვიცნობდი, იგი იყო ჩემო თანამშრომელი და აქედან გამომდინარე ვიცნობდი”, – განაცხადა შოთაძემ.
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღეს შინაგან საქმეთა მინისტრსა და ყოფილ მთავარ პროკურორს კითხავენ.
1tv.ge