შინაგან საქმეთა მინისტრი პანკისის ხეობაში ჩავიდა. გიორგი გახარია, სავარაუდოდ, პანკისელებს პირადად შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ ხეობაში დილიდან დაძაბული ვითარებაა. პანკისის ხეობის მცხოვრებლები, რომლებიც ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ, პოლიციას რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ. პოლიციამ მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.