საკუთარი არჩევანი დააფიქსირა “გახარია საქართველოს” ლიდერმა, გიორგი გახარიამაც.
“ყველამ თავისი გულით და გონებით უნდა გააკეთოს არჩევანი. მინდა შევძლოთ და ისე ავმაღლდეთ ჩვენს წინა დაპირისპირებებზე, რომ არჩევნების შემდეგ არ იყოს შურისძიება.
დარწმუნებული ვარ, გონიერება ეყოფა ყველას.
ამ არჩევნების ბედს გადაწყვეტს ამომრჩეველი”,_განაცხადა გიორგი გახარიამ.