გიორგი გიგაშვილი რუბინშტეინის საერთაშორისო კონკურსის ფინალისტიააააა!!!!!!
იცით, ეს რას ნიშნავს? დედამიწაზე უსაზღვროდ პრესტიჟული კონკურსის ლაურეატი გახდა, თან მას შემდეგ, რაც 7-8 მარტის აქციების დარბევაშიც მოყვა და გაზის კაფსულებს, თუ წყლის ჭავლს ვერც ერთ დღეს გადაურჩა…
მერე გაფრინდა თელ-ავივში, პირველი და მეორე ტურის ურთულესი პროგრამები ბრწყინვალედ დაუკრა და მსოფლიოს წამყვან ახალგაზრდა პიანისტთა შორის ღირსეული ადგილი მოიპოვა!!!
ვერც კი აღვწერ, რა ბედნიერი ვარ!!! _ წერს სოციალურ ქსელში მუსიკათმცოდნე ნიკოლოზ რაჭველი.