საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საქსონიის მიწის გენერალური პროკურატურის უფროს პროკურორებს ულრიკე მარკუსს და ვოლფგანგ ოტმარ ქლაინს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს მთავარ პროკურატურაში გაიმართა, მხარეებმა ორგანიზებული დანაშაულის თემაზე პროკურორთა საერთაშორისო ფორუმის საქართველოში ორგანიზებასთან დაკავშირებული თემატური და ტექნიკური საკითხები განიხილეს, ასევე ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის შესახებ.
აღნიშნული ფორუმი ევროკავშირის დაფინანსებით და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საქსონიის მიწის გენერალური პროკურატურის მხარდაჭერით ყოველწლიურად ტარდებადა მასში სხვადასხვა ქვეყნის გენერალური პროკურორები და მაღალი თანამდებობის პირები მონაწილეობენ. 2017 წელს ორგანიზებული დანაშაულის თემაზე გამართულ პროკურორთა საერთაშორისო ფორუმს, საქართველოს მთავარი პროკურატურა უმასპინძლებს. (R)