სპეციალისტები აცხადებენ, რომ დროთა განმავლობაში ქვეყანაში იმუნური ფენა ჩამოყალიბდება, თუმცა ვირუსი არსად გაქრება და პერიოდულად ვაქცინაციის საჭიროება დადგება.
“ჯანდაცვის ექიმების პირველი მოვალეობა არის, რომ ზედმეტი პრეპარატები, მათ შორის, ანტიბიოტიკები არ იქნას დანიშნული. ასეთ შემთხვევაში ძალიან ბევრი ადამიანი გადაიტანს მსუბუქად ამ დაავადებას, შეიქმნება გარკვეული იმუნური ფენა ჩვენს მოსახლეობაში და ეს იქნება ერთ-ერთი პირობა, რომ ისეთი სახით, როგორც ახლა არის პანდემია, დასრულდება წელს, თუმცა ვირუსი არსად არ წავა და ჩვენ მუდმივად გვექნება იმის საჭიროება, რომ ჩავატაროთ პერიოდული ვაქცინაცია,” – განაცხადა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, კლინიკა “ნეოლაბის” დირექტორმა გიორგი კამკამიძემ.
წყარო: რუსთავი2