“ხომ ამბობენ ხოლმე და ამბობენ ხშირად: ,,აი, ამიტომ ვერ მოგვერევიან” და რაღაც ბუმბერაზ საქმეს მოაყოლებენ..
მე კიდევ სულ სხვა რამ მგონია მოურეველი – წეღან ვნახე, მერაბ დვალიშვილი ურეკავს დედას და დედა ეუბნება: ,,მაგის მეტი სანერვიულო არ მოგცეს ღმერთმა ახლა შენ”.
ერთ იმერელი ქალიდან რომ უცებ კლდიაშვილი, ჭეიშვილი და გაბრიაძე ლაპარაკობენ, ამიტომაც ვერ მოგვერევიან.
ეს არის საქართველო. ზოგჯერ და შეიძლება ბევრჯერ – მარცხიანი. მაგრამ უცნაურად გაუტეხელი” ,_ წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.





























































