საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, მწერალმა და პოეტმა, გიორგი კეკელიძემ “გურია ნიუსს“ ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ წლევანდელ “საბას“ დაჯილდოებაზე, ის ერთადერთი მწერალი იყო, რომელმაც ტრიბუნიდან მთელ მსოფლიოს შეახსენა რომ, ცერემონიის მიმდინარეობისას ცხინვალის იზოლატორში უსამართლოდ და უკანონოდ იჯდა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც დღესაც პატიმრობაში რჩება.
რატომ არ არიან, მაგალითად, ქართველი მწერლები და პოეტები აქტიურები განცხადებებით ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებაზე?
ასევე ჩვენ მას ვკითხეთ: პოლიტიკურ საკითხებზე, რის შესახებაც საუბარი არც გიორგი კეკელიძეს უყვარს.
“არ ვერევი კლასიკური აზრით პოლიტიკაში ანუ პარტიული ტიპის პოლიტიკა ჩემთვის სრულიად უინტერესოა, რადგან ეს ჩემი საქმე, არ არის. ჩემი ველი მაქვს მოქმედების, მაგრამ არის საზოგადოებრივი მნიშვნელოვანი ამბები, მათ შორის ოკუპაცია, ადამიანების უფლებები, რომელზედაც ძალიან ხშირად ვლაპარაკობ, არ აქვს მნიშვნელობა ვის მიერ ირღვევა. ვფიქრობ, ეს არის ჩემი სამოქალაქო ვალი, უბრალოდ ვერ გავაკრიტიკებ იმ ადამიანებს, ვინც სხვანაირად ფიქრობენ და გადაწყვეტილი აქვთ მხოლოდ წერონ და არ გამოჩნდენ აქტიურად საზოგადოებრივ ასპარეზზე. ესეც თავისუფლების და დემოკრატიის ნიშანია, როდესაც ადამიანი თვითონ აკეთებს არჩევანს საკუთარ თავთან დაკავშირებით. ვიღაცას შეიძლება ეს მოსწონდეს ან არ მოსწონდეს, მაგრამ ვფიქრობ, ეს ძალიან ინდივიდუალური საკითხია“,_ამბობს კეკელიძე.
“გურია ნიუსი“ ვრცელ ინტერვიუს გიორგი კეკელიძესთან, ორშაბათს შემოგთავაზებთ.