“გურია ნიუსი“ ტრადიციულად გთავაზობთ იმ წიგნების და ავტორების სიას, რომელიც წლის განმავლობაში ყველაზე გაყიდვადი და ცნობილი იყო. გთავაზობთ რამდენიმე გამომცემლობის და წიგნის მაღაზიის მონაცემებს.
გამომცემლობა ინტელექტი, წლის ბესტსელერის სია: ნინო ხარატიშვილი – „მერვე სიცოცხლე (ბრილკას), იაკი კაბე – „ჩვენება“, ჯონ სტაინბეკი – „მრისხანების მტევნები“, ფედერიკო გარსია ლორკა – „ბოშური რომანსერო“
წიგნის მაღაზიაში “შაქრო ბაბუაში” წლის ბესტსელერის სია ასეთია: ნინო ხარატიშვილი – მერვე სიცოცხლე (ბრილკას)”ხალიდ ჰოსეინი – ფრანით მორბენალი”, “ლევან ბერძენიშვილი – დიდი გასეირნება ლიტერატურაში
წიგნის მაღაზია “პარნასის“ ათეული კი ასეთია: გურული დღიურები — გიორგი კეკელიძე, შიმშილი — კნუტ ჰამსუნი, ბოლო ზარი — ლაშა ბუღაძე, ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები — აკა მორჩილაძე, ალი და ნინო — ყურბან საიდი, კლასობანა — ხულიო კორტასარი, ჯინსების თაობა — დათო ტურაშვილი, სხეულის ენა — ალან პიზი, ბარბარა პიზი, ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა — ჯ.კ. როულინგი, სამი მეგობარი — ერიხ მარია რემარკი.
„არტანუჯის“ ბესტსელერი გამოცემები წიგნის საახალწლო ფესტივალზე ასე გამოიყურებოდა:
თომას ვულფი – „მოხედე, შენს სახლს ანგელოზო“, უილიამ შექსპირის – „ჰამლეტი“, ნათია ფანჯიკიძე – „შიშო, გამოდი გარეთ“, თომას ვულფი – „შინ ვეღარასოდეს დაბრუნდები“, ლევან ბერძენიშვილი – „ჰო და არა“.
“გურია ნიუსმა“ ასევე დაუკავშირდა “ბიბლუსის“ მარკეტინგის სპეციალისტს თამარ ღაჭავას და მან მოგვაწოდა სია, რომელი წიგნები გაიყიდა ყველაზე მეტი ოზურგეთში და ლანჩხუთში (გურიაში “ბიბლუსის“ ფილიალები ოზურგეთში და ლანჩხუთშია). ათეული ასე გამოიყურება: ია კარგარეთელი სხვა უდაბნოს საიდუმლო; ნათია ფანჯიკიძე – შიშო, გამოდი გარეთ; ნინო მკალავიშვილი -შენ საკმარისი არ ხარ, სოფო არდია – გროსმაისტერი, ნიკოლოზ ტოტოღაშვილი – შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა, თემურ ბაბლუანი – მზე მთვარე და პურის ყანა, ჩემი პირველი კითხვების და პასუხების წიგნი, ელიფ შაფაქი – სიყვარულის ორმოცი წესი რბილი ყდა, თათული ღვინიანიძე – აღიარება ხელისგულზე, ნოდარ დუმბაძე – ლექსები.