საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის ოფიციალური ფეისბუქგვერდი გატეხეს, _ ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში ეროვნული ბიბლიოთეკის პრესსამსახურის ხელმძღვანელი გულიკო გორდელაძე ავრცელებს.
“წაშლილია თითქმის სრული არქივი. როგორც ადმინისტრატორმა ნახა, გვერდი წაშლილია რუსული ექაუნთით. მივმართავთ, ცხადია, შსს და ფბ. ადმინისტრაციას.
ალბათ, იცით, რომ ეს გვერდი იყო ძალიან ბევრი მოწონების მქონე და ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავდა”, _ წერს გორდელაძე.