დღეს, 6 თებერვალს, ინგლისური პრემიერშიფის მე-8 ტური აიღებს სტარტს. „გლოსტერის“ მარქაფაში პირველად მოხვდა საქართველოს ნაკრების უკანახაზელი გიორგი კვესელაძე. ის 22-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.
ბოლო ადგილოსანი “გლოსტერი“ გასვლაზე, მერვე ადგილოსან „ლონდონ აირიშს“ დაუპირისპირდება. შეხვედრა ჩვენი დროით 19:00 საათზე დაიწყება.
დღეს, ასევე, ითამაშებს ზურაბ ჟვანიასა და ლაშა ჯაიანის „ვოსპსი“ და შალვა მამუკაშვილის „ლესტერ ტაიგერსი“, მაგრამ სამივე მათგანი საქართველოში იმყოფება და ხვალ ნაკრების ძირითად შემადგენლობაში იასპარეზებენ.
შეგახსენებთ, რომ 7 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ნაკრები რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, მატჩი 15:00 საათზე მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება. ტრანსლიაციის ხილვა ტელეკომპნია „იმედის“ და „რაგბი ტვ“-ის პირდაპირ ეთერში შეგეძლებათ.