2016 წელს საქართველოში ტურისტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა – საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და პირველად გადააჭარბა 6 მილიონ ადამიანს.
საქართველოში შემოსული 6 მილიონი ტურისტიდან ბოლო ჰოლანდიელი სტუმარი აღმოჩნდა, რომელსაც ჩამოსვლისთანავე განსაკუთრებული პატივით დახვდნენ. ჯასპერმა თბილისის აეროპორტში მოულოდნელად გაიგო, რომ ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული სტუმარი იყო და სიურპრიზი ელოდა.
ამ მოვლენის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სპეციალური ვიდეორგოლი დაამზადა, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ ხვდებიან აეროპორტში საპატიო სტუმარს და ის პირდაპირ საზეიმო ვახშამზე მიჰყავთ.
ჯასპერს კიდევ უფრო დიდი სიურპრიზი მოუმზადეს, ვახშამზე მასპინძლობა მას უშუალოდ ქვეყნის პირველი პირმა – საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაუწია, რომელიც სტუმარს თავად აცნობს ქართულ კულინარიას, ფოლკლორსა და ხალხურ მუსიკას.
კლიპის პრეზენტაცია დღეს გაიმართა. ვიდეორგოლისა და პორტალის პოპულარიზაცია საერთაშორისო ბაზარზე იგეგმება, რომელიც მოიცავს 14 ქვეყანას: იტალია, გერმანია, უკრაინა, პოლონეთი, რუსეთი, ბელარუსი, ლატვია, ლიტვა, ისრაელი, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, ყაზახეთი და გაერთიანებული საემიროები.
წყარო: imedinews.ge