საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს მოქალაქეებს აღდგომა მიულოცა.
„მინდა, ყველას მოგილოცოთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. მინდა, მთელ საქართველოს ვუსურვო უკეთესი ხვალინდელი დღე, ხვალინდელი დღის იმედი. როგორც ჩვენმა პატრიარქმა ბრძანა და საშობაო ეპისტოლეშიც იყო ვრცლად საუბრები ამაზე – გამოწვევები და პრობლემები ძალიან ბევრი გვაქვს, მაგრამ ერთადერთი ხსნა არის ერთობაში, მათ შორის, ეკლესიის, ერის და ხელისუფლების ერთობაში. სწორედ, ამ ერთობამ და სარწმუნოებამ მოგვიტანა ჩვენ დღევანდელი საქართველო და სხვა გადარჩენა არ არსებობს. მთელ საქართველოს მინდა, ვუსურვო პირველ რიგში, ხვალინდელი დღის იმედი, ერთობა და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ერთობით ჩვენ შევძლებთ იმას, რომ საქართველოს დავუბრუნოთ ის დიდება, რომელიც მას ეკუთვნის. პირველ რიგში უნდა დავიწყოთ საკუთარი თავიდან და მეც ჩემს თავს ვეუბნები ამას პირველ რიგში,“- განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა სააღდგომო ლიტურგიის დასრულების შემდეგ მედიასთან გაკეთებულ კომენტარში.