ყველაზე მეტი სათქმელი დეკანოზ გიორგი მამალაძეს აქვს, _ ამას ე. წ. “ციანიდის საქმის” მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე “იმედთან” საუბრისას ამბობს. მამალაძის თქმით, დეკანოზმა საქმე საკუთარ თავზე არ უნდა აიღოს, რადგან მისივე ვერსიით, ის საქმეში მარტო არ მოქმედებდა.
„მე ვფიქრობ , რომ მან ეს მძიმე დანაშაული საკუთარ თავზე არ უნდა აიღოს და მან აუცილებლად უნდა ითანამშრომლოს გამოძიებასთან. ის რომ მარტო არ მოქმედებდა. ეს ჩანს და რა თქმა უნდა, მომავალშიც გამოჩნდება. ბოლო პერიოდში მქონდა მასთან საქმიანი ურთიერთობა, ეს უკავშირდებოდა ჩემს ჟურნალისტურ მოღვაწეობას და მის ყოფნას საპატრიარქოში. შემდეგ ეს უკვე გადავიდა არაჯანსაღ ურთიერთობაში. რა საფრთხეც გამოიკვეთა, რაც მტკიცებულების სახით მოვიპოვე და ამის შემდეგ მივედი მხოლოდ საგამოძიებო უწყებაში, _ თქვა ირაკლი მამალაძემ.
ირაკლი მამალაძის განმარტებით, ის საკითხი, რომ საფრთხე უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირს ეხებოდა, განმცხადებლის მიერ იქნა დაფიქსირებული:
“განმცხადებლის მიერ იქნა დაფიქსირებული, რომ იგეგმებოდა უმაღლესი სასულიერო პირის მიმართ“, _ აღნიშნა მამალაძემ.