საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის, მეკარე გიორგი მამარდაშვილის განცხადებით, პორტუგალიასთან გუნდს რთული თამაში ელოდება, მაგრამ ყველაფერს გააკეთებენ, რომ ულშემატკივართა გულები კიდევ ერთხელ გაახარონ.
„რთულ ჯგუფში ვართ და ორი ტურის შემდეგ ერთი ქულის მოპოვება მოვახერხეთ, თუმცა მეტიც შეგვეძლო. რთული თამაში გველის პორტუგალიასთან, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია. ასი პროცენტით დავიხარჯებით, რომ მოვიგოთ და გავიდეთ ჯგუფიდან. ყოველთვის მოტივირებულები ვართ, როდესაც ჩვენი ქვეყნისთვის ვთამაშობთ. თუმცა, ორმაგი მოტივაციაა, როდესაც ასეთი დონის ტურნირზე იცავ შენი ქვეყნის ღირსებას.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ გულშემატკივარს. ძალიან ბევრი ჩამოვიდა გერმანიაში და ჩეხეთთან შეხვედრაშიც არ გაჩერებულან. რომ არა გულშემატკივართა მხარდაჭერა, აქამდე ვერ მოვიდოდით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათი გულები კიდევ ერთხელ გავახაროთ“,_ ამბობს გიორგი მამარდაშვილი.