“ესპანეთის ნაკრები შემტევ ფეხბურთს ითამაშებს, ჩვენ კი უნდა ვითამაშოთ ისე, როგორც პორტუგალიასთან. თავი კარგად, უშეცდომოდ უნდა დავიცვათ და გამოვიყენოთ ჩვენი შანსები კონტრშეტევაზე. გვყავს სწრაფი ფეხბურთელები და მათ შეუძლიათ ხიფათის შექმნა მეტოქის საჯარიმოში”,_ ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა, მეკარე გიორგი მამარდაშვილმა განაცხადა.
“ველოდებით რთულ და დაძაბულ მატჩს. ვითამაშებთ დაცვიდან, თუმცა შეტევაშიც ვიქნებით სახიფათოები.
პენალტებისთვის ყოველი თამაშის წინ ვემზადები და რა თქმა უნდა, ახლაც შესწავლილი მყავს მეტოქე გუნდის ფეხბურთელები”,_ ამბობს მამარდაშვილი.