გიორგი მარგველაშვილი მეთორმეტეკლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს, ამის შესახებ პრეზიდენტი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წერს.
“მინდა, ყველა მე-12 კლასელს მოგილოცოთ სკოლის დამთავრება! ცხოვრების ახალი, სრულიად განსხვავებული ეტაპის დაწყება, რომელმაც უნდა მოგცეთ საშუალება მაქსიმალურად გამოავლინოთ საკუთარი შესაძლებლობები – უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელებითა თუ სასურველი და საოცნებო პროფესიის დაუფლებით. მჯერა, რომ თითოეული თქვენგანი გაცნობიერებული და გააზრებული მომავლის შენებით გააძლიერებთ საკუთარი ქვეყნის განვითარებას! თქვენთან ერთად ვიზიარებ ამ აღტაცებასა და სიხარულს, რომელიც ახლის ძიებასა და შეცნობის მოლოდინს ამძაფრებს”, _ წერს მარგველაშვილი.