საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ე.წ ფარული მოსმენების კანონთან დაკავშირებით ფრაქცია ,,პატრიოტთა ალიანსის“ წევრებს შეხვდა და ის საკითხები განიხილა, რომელთა აღსრულებმაც ქვეყანაში შესაძლოა, ადამიანის უფლებების დაცვისა და ბიზნესის წარმოების მიმართულებებით პრობლემები შექმნას.
„ჩვენ გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი სკეპტიციზმი ამ კანონთა პაკეტთან დაკავშირებით. ჩვენ დღეს ამით დავასრულეთ კონსულტაციები ოპოზიციურ ფრაქციებთან ბუნებრივია და გვაქვს რამდენიმე დღე იმისათვის, რომ ჩამოვყალიბდეთ ხელს მოვაწერთ თუ არა კანონს, თუ დავაბრუნებთ ჩვენი მოტივირებული შენიშვნებით.
მოგეხსენებათ, რომ გვაქვს კონსტიტუციით განსაზღვრული ვადა 21 მარტამდე, შესაბამისად, გვაქვს საშუალება, რომ ცოტა მეტი დრო დავუთმოთ ანალიტიკას და მუშაობას“, _ განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ.