საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რამდენიმე წუთში საზოგადოების წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარსდგება. პრეზიდენტი უკვე საკანონმდებლო ორგანოშია. პარლამენტში იმყოფებიან მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენელიც.
სხდომა 12:00 საათისთვის არის დანიშნული.
პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ დებატების ფორმატში, დეპუტატების გამოსვლები დაიწყება.
პარლამენტის ბიუროს 3 აპრილის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, პარლამენტის წევრებისათვის, რომლებიც არც ერთ ფრაქციაში არ არიან გაერთიანებული, გათვალისწინებულია 5-5 წუთი. ამის შემდეგ პარლამენტის ტრიბუნა უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ არსებულ ფრაქციებს (”ნაციონალური მოძრაობა” და ”საქართველოს პატრიოტები”) დაეთმობა – მათთვის გათვალისწინებულია 15-15 წუთი. საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციებისთვის, ისევე როგორც უმრავლესობაში შემავალი ფრაქციებისთვის გათვალისწინებულია 10-10 წუთი. ამის შემდეგ უმცირესობას და უმრავლესობას ცალ-ცალკე 45-45 წუთი დაეთმობა, ხოლო შემდეგ გამოვლენ ვიცე-სპიკერები 10-10 წუთით.
ბოლოს ტრიბუნას პარლამენტის თავმჯდომარე დაიკავებს, რომლის გამოსვლისთვის გათვალისწინებულია 15 წუთი.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved