„მე ბატონ სააკაშვილთან კარგა ხნის პოლიტიკური დაპირისპირება მაკავშირებს. პირველი დღეებიდან „ნაციონალური მოძრაობის“ შექმნისა,“ – ასე აფასებს გიორგი მარგველაშვილი საქართველოს მეოთხე პრეზიდენტთან ურთიერთობას.
„მე ვერ ვხედავ საჭიროებას მასთან დიალოგის. ის არის საქართველოს ორჯერ პრეზიდენტი, მის როლს შეაფასებს ისტორია, მე მასთან კითხვები არ გამაჩნია,“ – აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტის ჩამოსვლის შემდეგ მასთან დაგეგმილია შეხვედრა, თუმცა საუბარი არა მიხეილ სააკაშვილს, არამედ ორი ქვეყნის ურთიერთობას შეეხება. მარგველაშვილის განცხადებით, მასთან სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი არ განიხილება.
„ჩემთან ამ საკითხზე, ბუნებრივია, არც ყოფილა დაგეგმილი და მე ამ საკითხის წამოწევას არანაირად არ ვფიქრობ,“ – აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.
RUSTAVI2.GE