კონსტიტუციონალისტი კოტე ჩოკორაია “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ შესაძლებელია საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს დაცვა მხოლოდ ერთი წლით შეუნარჩუნდეს.
“მოქმედი კანონის მიხედვით, პრეზიდენტს სიცოცხლის ბოლომდე უნარჩუნდება დაცვა. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით, მაგრამ პარლამენტში შესულია კანონპროექტი, რომელიც პირველი მოსმენით დამტკიცდა, რის მიხედვითაც დაცვა პრეზიდენტს უნარჩუნდება ერთი წელი უფლებამოსილების გასვლიდან“, _ გვითხრა კოტე ჩოკორაიამ.
“გურია ნიუსი“ დაინტერესდა ენიშნება თუ არა პენსია ყოფილ პრეზიდენტს.
“რაც შეეხება პენსიას პრეზიდენტს პენსია არ ენიშნება. პენსია ენიშნებათ მხოლოდ გადადგომის ან გარდაცავალების შემთხვევაში ანუ მარგველაშვილს პენსია არ ექნება“.
“მაინც უმჯობესი იქნებოდა, მეც მქონოდა რაღაც შემოსავალი, რომ უფრო მყარად გვეგრძნო თავი. ახლა საერთოდ ისე ვრჩებით. მაინც მეფიქრება, ხო, რა იქნება მომავალში. არანაირი დანაზოგი არ გვაქვს, არაფერი. გვყოფნიდა ის ფული და ახლა საერთოდ უფულოდ ვრჩებით. “ _ ეს სიტყვები ყოფილ პირველ ლედს მაკა ჩიჩუას ეკუთვნის.