ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ ვაკიჯვარში, გიორგი მდინარაძე ამბობს, რომ ხანძარი ტყეში გუშინ 4 საათიდან გავრცელდა.
“იყო საშიშროება, რომ ცეცხლი გადასულიყო ორ საცხოვრებელ სახლზე, მაგრამ მაშველების და ადგილობრივების დახმარებით ეს პრობლემა მოგვარდა,“_ გვითხრა გიორგი მდინარაძემ.