პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 21 წლის გიორგი მინდაძეს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 5 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გიორგი მინდაძემ თქვა, რომ სასჯელს მნიშვნელობა არ აქვს და საზოგადოებას სხვა დაპატიმრებული პირების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
პროკურატურამ გიორგი მინდაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. კერძოდ, მას ედავებოდნენ, რომ 29 ნოემბერს, პოლიციელებს პიროტექნიკა ესროლა.

































































