ფედერალისტების წევრი, გიორგი ნონიაშვილი ამბობს, რომ მის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს.
“ჩემთან სახლში მიმდინარეობს ჩხრეკა-ამოღება. მიაქვთ ოჯახიდან ყველა დივაისი. ბავშვის ლეპტოპიც. ჩემიც. საფუძველი – Atlantic Council-თან დაკავშირებით რაღაც გამოძიება მიმდინარეობს, რომლის თანამშრომელიც სოფო [გელავა]”, – აღნიშნავს ნონიაშვილი.