სპორტის სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, თბილისი პარაძიუდოში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. კონტინენტის პირველობაზე ჩემპიონობა იზეიმა ქართველმა პარაძიუდოისტმა გიორგი ქალდანმა (J2 კატეგორია – 70 კგ). მან ფინალში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი მაილს სოლომანი დაამარცხა.
გიორგი ქალდანმა პარაძიუდოში ევროპის ჩემპიონის ტიტული კარიერაში მესამედ მოიპოვა. გასულ წელს ის პარალიმპიადაზე ვერცხლის მედალს დასჯერდა.
ევროპის ჩემპიონატი პარაძიუდოში საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.





































































