ამ წუთეში შსს გურიის სამხარეო დეპატრამენტის შენობა დატოვა ორი დღის გაუჩინარებულმა გიორგი როყვამ.
მკითხველს შევახსენებთ, რომ ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის კონსტანტინე შარაშენიძის მხარდამჭერებმა დღეს საპროტესტო აქცია მოაწყვეს, რომლის მთავარი დევიზი იყო: “არა _ ძალადობას!” აქციის მონაწილეებმა ოზურგეთის ცენტრალურ ქუჩებში მსვლელობის დროს აღნიშნეს, რომ ამ მსვლელობით ისინი სოლიდარობას უცხადებდნენ გიორგი როყვას.
მათივე თქმით, გიორგი როყვა, რომელზეც ძალადობა მმართველი პარტიის კანდიდატის შტაბის მხრიდან გახორციელდა, მეორე დღეა გაუჩინარებულია: “ვთხოვთ სამართალდამცავებს, გამოიძიონ გუშინდელი ფაქტი,” _ აღნიშნეს აქციის მონაწილეებმა.
გიორგი როყვამ პოლიციის შენიბიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მის მიმართ არანაირ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია და იგი ბეგი სიორიძეს ორი დღეა არ შეხვედრია.
როყვამ აღნიშნა, რომ არც ერთ კანიდატს არ უჭერს მხარს.
კითხვაზე, მართლა გაუგზავნა თუ არა მან მესიჯები კონსტანტინე შარაშენიძის შტაბის წარმომადგენელს ირაკლი სირაძეს, გვიპასუხა, რომ არანაირი მესიჯები არ გაუგზავნია, ხოლო კითხვა, გაგზავნილია თუ არა სირაძის მიერ გასაჯაროებული მესიჯები მისი ტელეფონიდან, უპასუხოდ დატოვა.