ამ დრომდე გურიის სამხარეო სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფება გიორგი როყვა, რომელიც ოზურგეთის მერობის კანდიდატის კონსტანტინე შარაშენიძის შტაბის განცხადებით, დაკარგული იყო და რამდენიმე საათის წინ პოლიციამ იპოვა.
საათზე მეტია მას ჟურნალისტები პოლიციის შენობასთან ელოდებიან.
აღსანიშნავია, რომ პოლიციის მიმდებარე ტეროტორიაზე არც როყვას ოჯახის წევრები და არც შარაშენიძის მხარდამჭერები მოსულან, რომლებმაც დღეს როყვას სოლიდარობა მსვლელობითაც კი გამოუცხადეს ქალაქ ოზურგეთის ქუჩებში.
პოლიცოის სამმართველოს შენობასთან, ჟურნალისტებთან ერთად, ეუთოს დამკვირვებლები იმყოფებიან მხოლოდ.