გიორგი როყვას მამა _ დავით როყვა ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ პოლიციაში მისი შვილის ძებნის მოთხოვნით განცხადების შეტანას საჭიროდ არ მიიჩნევს. მისივე თქმით, გიორგი საარჩევნო პროცესებს გაერიდა:
_ მასზე ზეწოლა რომ გახორციელებულიყო, მე აუცილებლად მეტყოდა, _ გვითხრა დავით როყვამ.
_ ბატონო დავით, კონსტანტინე შარაშენიძის წარმომადგენელმა ირაკლი სირაძემ მიმოწერა გამოაქვეყნა, სადაც თქვენი შვილი ზეწოლაზე საუბრობს.
_ ჩემი გჯერათ თუ ირაკლი სირაძის? ჩემთვის არ უთქვამს და რამე რომ ყოფილიყო, გავიგებდი _ მისი მეგობრებიდანაც და თავადაც მეტყოდა.
დავით როყვას თქმით, ის ამ ამბავით შეურაცხყოფილია, თუმცა, საჭიროდ არ თვლის რომ პოლიციას მიმართოს:
_ უბრალოდ, გავიდა სახლიდან. არაფერი უთქვამს. გაერიდა ამ საარჩევნო სიტუაციას, _ გვითხრა დავით როყვამ.