გურიის გუბერნატორი გიორგი სახოკია , „გურია ნიუსს“ ესაუბრა ოზურგეთში, რამდენიმე სამსახურის ხელმძღვანელისთვის საშვის გაუქმების თაობაზე.
მან დაადასტურა, რომ მოხდა საშვების გაუქმება, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ეს არის დროებითი ნებართვა და ის არ არის თანამდებობაზე მიბმული:
_მე არ ვიცი, რამდენი იყო, არ მიმიქცევია ყურადღება, კონკრეტულად ვინ იყო. ეს არის ჩვეულებრივი რუტინა, დროებითი ნებართვა და თანამდებობაზე არაა მიბმული. რაღაც უქმდება, რაღაც ემატება. ეს არის დინამიური პროცესი. თუ საჯარო მოხელეს, სამსახურიდან გამომდინარე, არ სჭირდება ღამით გადაადგილება, ან პანდემიიდან გამომდინარე, ასევე სჭირდება გადაადგილება, შესაძლებელია, გაუქმდეს. საშვი შესაძლოა იყოს ერთჯერადი, შეიძლება გაუქმდეს კვირის ბოლოს, შეიძლება დღის ბოლოსაც. ვიმეორებ, ეს არის ჩვეულებრივი რუტინა, დროებითი ნებართვა, რომელიც თანამდებოაზე არაა მიბმული, _ გვითხრა გიორგი სახოკიამ.
ამავე თემაზე:
გურიის გუბერნატორის „მარიფათი“ _ „ორკვირიანი მუშაობის თავზე, ორი საშვი გააუქმა“