გიორგი შინჯიკაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის თანამდებობიდან გადადგა.
ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა.
„4 წლიანი მუშაობის შემდეგ ვტოვებ თანამდებობას, პირადი გადაწყვეტილებით. მადლობას ვუხდი თითოეულ მუნიციპალიტეტს პასუხისმგებლიანი მუშაობისთვის, ყველა საჯარო მოხელეს მეგობრობისა და ქვეყნის ღირსეული სამსახურისთვის.
მადლობა თანამებრძოლებს, გვერდში დგომისთვის და ერთგულებისთვის. მადლობა, ყველა სამთავრობო უწყებას თანამშრომლობისთვის. როგორც ყოველთვის ვრჩები ქვეყნისა და ერის სამსახურში“, – წერს შინჯიკაშვილი.
მედიაში გავრცელებული ცნობებით, შინჯიკაშვილს დაპირისპირება აქვს გდდ-ს უფროსთან, ზვიად ხარაზიშვილთან („ხარებასთან“).
































































