საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრი გიორგი წიტაიშვილი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.
“ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რაც ახლა ჩემს ქვეყანაში ხდება.
ახლა ჩემი დებიც სამშობლოს დასაცავად იქ დგანან! ჩვენი გზა ყოველთვის ევროპისკენ მიდიოდა და ამ გზას არ გადავუხვევთ!
ვგმობ ძალადობას!” – დაწერა გიორგი წიტაიშვილმა სოციალურ ქსელში.