ნინოობა და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი ურუშაძემ, შემოქმედელ მიტროპოლიტ მეუფე იოსებთან ერთად, მამა ილია ჩხატარაშვილის მრავალშვილიან ოჯახს მიულოცა.
,,ჩვენი ხელისუფლებისთვის მომავალ თაობაზე ზრუნვა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ყოველწლიურად უმჯობესდება სკოლამდელი და სასკოლო ინფრასტრუქტურა, რათა ბავშვებმა შეძლონ ღირსეულ და უსაფრთხო პირობებში განათლების მიღება. სწორედ, განათლებულ და რეალიზებულ ახალგაზრდებზე დგას ქვეყნის უკეთესი მომავალი. ყველა ბავშვს მინდა ვუსურვო მშვიდობა და კეთილდღეობა,“– აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ.
(R)