ძალიან კარგ ხასიათზე ვართ, რადგან ზუგდიდში დამაჯერებელი უპირატესობა გვაქვს _ განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა, გიორგი ვაშაძემ რამდენიმე წუთის წინ განართულ ბრიფინგზე.
ვაშაძის თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია რამდენიმე რაიონში მეორე ტურს ელოდება.
„საარჩევნო უბნები დაიხურა, ძალიან კარგ ხასიათზე ვართ, რადგან კარგი შედეგები გვაქვს. ჩვენი მონაცემებით, დამაჯერებელი უპირატესობა გვაქვს ზუგდიდში. ასევე, რამდენიმე რაიონში მეორე ტურს ველოდებით“, – განაცხადა ვაშაძემ.