,,სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის მამა კორონავირუსით გარდაიცვალა.
როგორც პარტიის პრესსამსახურში განაცხადეს, 73 წლის გუტა ვაშაძე დღეს დილით გარდაიცვალა.
მათივე ინფორმაციით, გიორგი ვაშაძის მამა, მედიკოსია და კორონავირუსზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალიბდა.
ასევე, პარტიის პრესამსახურის ინფორმაციით, გუტა ვაშაძის მეუღლე, კორონავირუსისგან უკვე გამოჯანმრთელდა.