იმედი არ მაქვს, რომ პარლამენტში ოპოზიცია მუშაობას შეუდგება, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკას“ განუცხადა.
„არც აპირებენ მგონი მუშაობას. საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში არიან. რადგან აღმოჩდნენ თავისი პრინციპებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მოთხოვნისა და „ნაცმოძრაობის“ ბულინგის სამიზნე“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ამასთან, პარლამენტის ვიცე-სპიკერის განცხადებით, ოპოზიციამ უნდა გადაწყვიტოს ან საზოგადოებას ემსახუროს ან სააკაშვილს.
პარლამენტში ამნისტიის 2 კანონპროექტია დარეგისტრირებული – ერთი „ქართული ოცნების“, მეორე კი ოპოზიციის.