„სახალხო დამცველი იმის არის, რომ უნდა იყოს მკაცრი, მომთხოვნი და ნინო ლომჯარიას სახალხო დამცველობას ხმა სწორედ ამიტომ მივეცი, მაგრამ როდესაც ატყობ უკვე, რომ ამ კრიტიკას მოყვა, არ მინდა ამას პოლიტიკური პლატფორმიდან საუბარი დავარქვა, რადგან სახალხო დამცველია და თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ტელეკომპანია „რუსთავი 2″-ის ეთერში, სახალხო დამცველის მიერ 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებზე გაკეთებული ანგარიშის შეფასებისას.
„სახალხო დამცველმა იცის, რომ პროტესტანტების ზურგს უკან კონკრეტული პოლიტიკური პარტიები დგანან. პარლამენტის დაბოქლომება არ არის მშვიდობიანი აქცია, ეს არის იმის დემონსტრირება, რომ ერთი პოლიტიკური გუნდი ებრძვის მეორე პოლიტიკურ გუნდს. ეს არ არის აქცია, ეს არის პირდაპირი შეტევა სახელმწიფო სტრუქტურაზე. ორი საათის განმავლობაში აქცია კი არა, შეტევა მიმდინარეობდა, რომელიც მძიმე შედეგებით დასრულდა სამოქალაქო პირებისთვის და პოლიციელებისთვის. ჟურნალისტების და სახალხო დამცველის თვალწინ პოლიციელების გამოგლეჟვა და ეკიპირების წართმევა ხდებოდა. სახელმწიფო რაზეც დგას, იმის მორყევა რომ ხდება და რეალურად რევოლუციური პროცესი და ძალადობა როდესაც იწყება, სპეცდანიშნულების რაზმს არ სჭირდება საგანგებო ბრძანება იმისთვის, რომ დაიცვას წესრიგი. როდესაც ძალის გამოყენება გარდაუვალი აუცილებლობა გახდა, იქ მოხდა ის უბედური შემთხვევა, რაც ჩემი და ჩემი მეგობრების ცხოვრებას გაყვება, საკმაოდ მძიმე ემოციურ მდგომარეობაში ვვარდები. მაგრამ ასეთი ძალადობის ორგანიზატორები, მე მგონია, რომ მედიას და სახალხო დამცველს ნაკლებად გყავთ დასახელებული, როგორც ამ შედეგის პროვოკატორები”, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.