23 ნოემბერს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა დიდმოწამე გიორგის ხსენების დღეს აღნიშნავს. გიორგობა წელიწადში ორჯერ – 23 აპრილს (ახ. სტილით 6 მაისი) და 10 ნოემბერს (ახ. სტილით 23 ნოემბერი) აღინიშნება.
გურიის მოქმედ ეკლესია-მონასტრებში დილიდანვე დაწყებულია სადღესასწაულო წირვა-ლოცვა.
“გურია ნიუსი“ სოფელ ბოხვაურში იმყოფებოდა, სადაც სასულიერო პირებმა საზეიმო წირვა აღავლინეს.
სოფელ ბოხვაურში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია 1828 წელს აშენდა. გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს წმ. გიორგის სახელობის ეკლესიიდან.