https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ლავროვი: რუსეთს ომი არ სურს, მაგრამ ევროპასთან საომრად მზადაა

    ბრიტანულმა პოლიციამ ყოფილი პრინცი ენდრიუ დააკავა

    ნაპოვნია ზვავის შედეგად დაღუპული რვა მოთხილამურის ცხედარი, რომელთა ამოყვანაც ჯერ ვერ ხერხდება – ტრაგედიის დეტალები (უცხოეთი)

    დღეს ვაშინგტონში „მშვიდობის საბჭოს“ პირველი სამიტი გაიმართება

    “ეს ომი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც…” _ ფრიდრიხ მერცი უკრაინაში ომის დასრულებაზე

    ჟენევაში გამართული ორ დღიანი შეხვედრის შემდეგ ზელენსკი რუსეთს მოლაპარაკებების დასრულების გაჭიანურებაში ადანაშაულებს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„გიყვარდეთ სამშობლო, სარწმუნოება, როგორც ილიამ გვითხრა და გახდით თქვენი საქმის პროფესიონალები“

9:49; 17.03.2024
კულტურა
Share on FacebookShare on TwitterEmail

საქართველო პატარა ქვეყანაა და მსოფლიოში საკუთარი ადგილის დამკვიდრება უჭირს. რამაზ ჩხიკვაძე თანამემამულეთა იმ ნაწილს წარმოადგენდა, რომელმაც საკუთარი ნიჭითა და შრომით ჩვენი სამშობლოს სახელი უცხოეთში წარმატებით გაიტანა. რამაზ ჩხიკვაძეს თავის დროზე მსოფლიო მნიშვნელობის თეატრალური ვარსკვლავი უწოდეს. დიდ ბრიტანეთში ის კავკასიელ ლოურენს ოლივიედ მონათლეს. მის მიერ განსახიერებული რიჩარდ მესამე კი ყველა დროის საუკეთესო რიჩარდების ათეულშია შესული.

რამაზ გრიგოლის ძე ჩხიკვაძე დაიბადა 1928 წლის 28 თებერვალს თბილისში. 1951 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. ამავე წლიდან მუშაობს რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ დრამატულ თეატრში.

მხატვრული სახეების სრულყოფისათვის შესანიშნავად იყენებს თავის მდიდარ ვოკალურ მონაცემებს. როლები: ლეანდრო (ჯ. ფლეჩერის “ესპანელი მღვდელი”), ქოსა მრჩეველი (გ. ნახუცრიშვილის “ჭინჭრაქა”), მექი დანა (ბ. ბრეხტის “სამგროშიანი ოპერა”), თედო (გ. ელიოზიშვილის “ბებერი მეზურნეები”), აკოფა (ა. ცაგარელის “ხანუმა”), კირილე მიმინაშვილი (დ. კლდიაშვილის “სამანიშვილის დედინაცვალი”), შოშია (ნ. დუმბაძის “საბრალდებო დასკვნა”) და სხვა.

ახალი ეტაპია მის შემოქმედებაში რეჟისორ რ. სტურუას დადგმებში მონაწილეობა (ყვარყვარე – პ. კაკაბაძის “ყვარყვარე”, აზდაკი – ბ. ბრეხტის “კავკასიური ცარცის წრე”, რიჩარდ III, მეფე ლირი – უ. შექსპირის “რიჩარდ III”, “მეფე ლირი”). გადაღებულია კონოფილმებში, რომელთაგან აღსანიშნავია: არქიტექტორი შოთა (“ჭრიჭინა”, 1954), დიანბეგი (“ლონდრე”, 1963), ლუკა ბაბუა (“ნერგები”, 1973, რისთვისაც მიენიჭა მოსკოვის VIII საერთაშორისო კინოფესტივალზე პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლისათვის), ვაჭარი (“ვერის უბნის მელოდიები”, 1975), მამაო ოხროხინე (“ნატვრის ხე”, 1978), აბდულა (“შეყვარება ერთი დანახვით”), სტალინი (“გამარჯვება” 2 სერიად) და სხვა.

1972 წელს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება, 1975 წელს – კ. მარჯანიშვილის სახელობის პრემია რუსთაველის აკადემიურ თეატრში სპექტაკლში “ყვარყვარე” ყვარყვარეს როლის შესრულებისათვის, 1979 წელს – სსრ კავშირის სახელმწიფო პრემია, 1981 წელს – სსრკ სახალხო არტისტის წოდება, ამავე წელს მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის პრემია რუსთაველის თეატრში რიჩარდის როლის შესრულებისათვის, სპექტაკლში “რიჩარდ III”, 1988 წელს – სოციალისტური შრომის გმირის წოდება, 2001 წელს – პოლიკარპე კაკაბაძის სახელობის პრემია. არის ლენინის ორდენის კავალერი.

დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.

თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა 1997 წელს.

ზემოთმოყვანილი ბიოგრაფია რამაზ ჩხიკვაძის მიერ გავლილი გზის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას კი იძლევა, მაგრამ ამ უდიდესი მსახიობის ცხოვრებისა და პროფესიული ოსტატობის შესახებ საუბარი ქაღალდის არაერთ გვერდს დაიკავებდა.

ბაბუა ცნობილი ფოლკლორისტი ჰყავდა, მამა – კონსერვატორიაში ქართული მუსიკის კაბინეტის დამაარსებელი, დედა – პროფესიონალი მომღერალი.

“თბილისში ვიზრდებოდი. უსაყვარლესი ქალაქი იყო – ლამაზი, სუფთა, პატარა…”

თავდაპირველად კონსერვატორიის ნიჭიერთა ათწლედში სწავლობდა. მშობლებს იმედი ჰქონდათ რომ ცნობილი კომპოზიტორი გამოვიდოდა. მაგრამ…

“თეატრი რომ ვნახე, არაფერი აღარ მინდოდა, დაკვრასაც კი თავი მივანებე. მხოლოდ არტისტობაზე ვოცნებობდი. ახლა ვნანობ, მცოდნოდა უკეთესი დაკვრა”.

წინა საუკუნის ორმოციან წლებში თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა. მისი თანაკურსელები ცნობილი მსახიობები კარლო საკანდელიძე და გურამ საღარაძე იყვნენ.

თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტის  დასრულების შემდეგ შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ დრამატულ თეატრში დაიწყო მუშაობა.

რამაზ ჩხიკვაძის პირველი  წარმატებული როლი სპექტაკლი „ესპანელი მღვდელი“ აღმოჩნდა. რამდენიმე წელიწადში მეორე აღიარებას მიაღწია. ეს გახლდათ დადგმა – „როცა ასეთი სიყვარულია“. მერე, გაიხსნა თეატრის  მცირე სცენა და ახალი წარმატება – ქოსა მრჩეველი სპექტაკლში „ჭინჭრაქა“.

იმ პერიოდს ბატონი რამაზი შემდეგნაირად იხსენებდა:

“განებივრებული ვიყავი. ვთამაშობდი და ვთამაშობდი მთავარ როლებს, ეპიზოდებიც მიყვარდა. მიშა თუმანიშვილი იყო ჩემი რეჟისორი, დოდო ალექსიძე, არჩილ ჩხარტიშვილი, თემურ ჩხეიძესთანაც ვითამაშე “სამანიშვილის დედინაცვალში”.

ცხოვრებაში მიყვარდა შრომა და ქეიფი. მაგრამ ჩვენთვის ჯერ შრომა იყო და მერე ქეიფი. არ არსებობდა, რომ ჩვენ სპექტაკლის წინ გვექეიფა და ვინმე სცენაზე მთვრალი გამოსულიყო. თან, კაცო, დილით რეპეტიცია გვქონდა, მერე კინოსტუდიაში გადაღებაზე გავრბოდით, საღამოს სპექტაკლს ვთამაშობდით, სპექტაკლის შემდეგ ვიქეიფებდით დილამდე და დილით ისევ რეპეტიციაზე მოვდიოდით. ახლა რომ ვფიქრობ, რა ენერგია გვქონდა,  როგორ ვძლებდით… პირდაპირ საოცარია”.

შემდეგ ბედმა ერთმანეთს რამაზ ჩხიკვაძე და რობერტ სტურუა დააკავშირა. რამაზ ჩხიკვაძისა და რობერტ სტურუას პირველი შეხვედრა ჟაკ რობერის „შეხვედრაში“ შედგა, რომელსაც მოგვიანებით  „მზიანი ღამე“ და „ხანუმა“ მოჰყვა.  მათი თანამშრომლობა  „სამანიშვილის დედინაცვლით“ გაგრძელდა. ამის შემდეგ რუსთაველის თეატრში  „ყვარყვარე“დაიდგა.

ნოდარ გურაბანიძის თქმით, „ყვარყვარე“ პირველი სპექტაკლია იმ თეატრისა, რომელსაც დღეს „რობერტ სტურუას თეატრი“ ჰქვია.

„ყვარყვარეს“ შემდეგ იყო დაუვიწყარი „კავკასიური ცარცის წრე“, რომლითაც თეატრმა იმდროინდელი საბჭოთა წრე გაარღვია და საგასტროლოდ საზღვარგარეთ გავიდა.

რამაზ ჩხიკვაძეს „მსოფლიო მნიშვნელობის თეატრალური ვარსკვლავი“ მექსიკაში უწოდეს. ინგლისელმა მაიკლ კოვენმა კი „ფაინენშალ თაიმსში“ დაწერა: „რამაზ ჩხიკვაძე ერთ-ერთი უდიდესი მსახიობთაგანია, ვინც ოდესმე მინახავს… ჩხიკვაძე კავკასიელი ლოურენს ოლივიეა, რომელიც სცენიდან მომხიბლაობას, სიკეთესა და სიბრძნეს აფრქვევს“. რობერტ სტურუას „კავკასიური ცარცის წრე“ შესულია მეოცე საუკუნის მსოფლიოს ას საუკეთესო სპექტაკლში.

რამაზ ჩხიკვაძის ბოლო როლი რუსთაველის თეატრში მეფე ლირი აღმოჩნდა.

წინა საუკუნის 90-იანი წლებში ის ტოვებს თეატრს და მიდის. სცენის გარეშე რჩება…

“დავბერდი! არ გჯერათ? ისევ კარგად ვთამაშობ? ახლა მე მკითხეთ. ავად ვარ, ჯანი არ მაქვს. ფეხები მტკივა, გულიც მაწუხებს. “კავკასიურ ცარცის წრეში” ცუდად გავხდი. თავს ძალა დავატანე და ძლივს ვითამაშე. თანდათან ვუძლურდები”.

ქალბატონმა ნატაშამ და ბატონმა რამაზმა ერთად ორმოცდაათ წელზე მეტი გაატარეს. მეუღლე ქმარს ყოველთვის გვერდში ედგა და თუ რამაზ ჩხიკვაძე დღეს მსოფლიოში აღიარებული მსახიობია, ამაში ცხოვრების ერთგული მეგზურის დიდი დამსახურებაცაა.

“ნატაშა გემზე გავიცანი. იმ გემით მე და გურამ საღარაძე ოდესაში მივდიოდით. იალტაში ამოვიდა გემზე. რომ დავინახე, ძალიან მომეწონა და ჩემს სიცოცხლეში პირველად ვიფიქრე – ასეთ ქალს ცოლად შევირთავდი-მეთქი”.

“ნატაშა არასოდეს მაქებდა და ჩემს მიმართ  მუდამ კრიტიკული იყო. ამით ძალიან მეხმარებოდა. ბევრი ცოლი შეყვარებულია ქმრის შემოქმედებაზე და სულ ტაშს უკრავს, „ო, რა კარგია. ო, რა კარგია“. ეს, რა თქმა უნდა ადამიანზე ცუდად მოქმედებს, განსაკუთრებით თავიდან, სანამ სპექტაკლი ჩამოუყალიბებელი და დაუღვინებელია. ადამიანს ძალიან გჭირდება მკაცრი მოპყრობა, ნაადრევად ზედმეტი ტაში-ტუში არ ვარგა…”

რამაზ ჩხიკვაძემ თეატრში მთელი ეპოქა შექმნა და სახსოვრად მომავალ თაობებს დაუტოვა. დღევანდელ წერილს კი მისი ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუდან ამოღებული ნაწყვეტით დავასრულებთ.

“რას უსურვებ ახალგაზრდებსო?.. გიყვარდეთ სამშობლო, სარწმუნოება, როგორც ილიამ გვითხრა და გახდით თქვენი საქმის პროფესიონალები”.

გიორგი გაჩეჩილაძე

ავტორი

რამაზ ჩხიკვაძე
გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

კულტურა

ოზურგეთის თეატრში ეგნატე ნინოშვილის „ქრისტინე“ დაიდგმება

15:05; 13 თებერვალი, 2026
კულტურა

რეჟსისორი ოთარ ბაღათურია გარდაიცვალა

17:24; 12 თებერვალი, 2026
კულტურა

იტალიელი დიზაინერი ვალენტინო გარავანი გარდაიცვალა

21:35; 19 იანვარი, 2026
კულტურა

ტიმოთი შალამემ უკრაინელები აღაშფოთა

17:32; 16 იანვარი, 2026
კულტურა

მშობლიურ ოზურგეთს ავსტრიიდან ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსი ეწვია

11:22; 15 იანვარი, 2026

მარცხიანი დებიუტი

დაბნელების კორიდორები იხსნება - გაფრთხილება ასტროლოგისგან

ყველა სიახლე

საზოგადოება

შტორმი ქობულეთში – ვიდეო ადგილიდან

19:29; 19.02.2026
საზოგადოება

რა თქვეს კვების პროდუქციის მწარმოებლებმა ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე

19:20; 19.02.2026
საზოგადოება

ლარი ისევ გამყარდა – ვალუტის კურსი

18:45; 19.02.2026
პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ან ერთი უნდა გავაუქმოთ ან მეორე

18:41; 19.02.2026
პოლიტიკა

“პარლამენტში მიმდინარეობს შესაბამისი პირების გამოკითხვა, იმისათვის, რომ”- ირაკლი კობახიძე

18:11; 19.02.2026
სამართალი

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

18:09; 19.02.2026
პოლიტიკა

რის შესახებ ესაუბრა კობახიძე მერებს, საკრებულოების თავმჯდომარეებსა და სახელმწიფო რწმუნებულებს

17:51; 19.02.2026
სამართალი

ქრთამის აღების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინეს

17:47; 19.02.2026
ფინანსები

დარეგისტრირდი ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსზე ახალგაზრდებისთვის

17:26; 19.02.2026
სამართალი

ლილოს სამედიცინო ცენტრი გაქურდეს

17:16; 19.02.2026
საზოგადოება

როდიდან გამოიდარებს- მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

17:07; 19.02.2026
საზოგადოება

ყოველი მეოთხე გართულება თავიდან აცილებადია: რატომ უნდა იყოს პირველადი ჯანდაცვის რეფორმა ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი

16:54; 19.02.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

16:31; 19.02.2026
მსოფლიო

ლავროვი: რუსეთს ომი არ სურს, მაგრამ ევროპასთან საომრად მზადაა

16:24; 19.02.2026
მსოფლიო

ბრიტანულმა პოლიციამ ყოფილი პრინცი ენდრიუ დააკავა

15:12; 19.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

11:42; 19.02.2026
0

„იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

13:30; 18.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო