“გითხარით – არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ”, _ ასე ეხმაურება ერთიანი ნაციონალურიმოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას მისთვის მანდატის მოხნასთან დაკავშირებით.
“როგორც ხედავთ, არ გადავიხადე. არადა, მთელი კვირა დაზუთხულს იმეორებდით რომ გადავიხდიდი.
რაც ვთქვი, შევასრულე – გავრილოვის გირაოს გირაო არ გადავიხადე და ისევ გიმეორებთ – ვერ დამიჭერთ ვერც მურუსიძის სასამართლოთი და ვერც პარლამენტით.
ვერ დამიჭერთ რადგან გირაოს გირაოს გადაუხდელობის გამო დაჭერა არც კანონიერია და მითუმეტეს, არც სამართლიანი.
ჩემი ფეხით ციხეში მისვლას ვერ ეღირსებით და ახლა, თუ აფგან მუხრალივით დამიჭერთ, ტომარას ჩამომაცმევთ და გამიტაცებთ, ეგ სხვა საქმეა, საქმე რომელიც ხელისუფლებას დაგაკარგვინებთ.
ვერ დამიჭერთ, რადგან საქმე ჩემს დაჭერას კი არ ეხება, ეხება იმ თავისუფლების იდეისდაჭერას, რომელმაც სპონტანურად იფეთქა 20 ივნისის ღამეს და ათასობით აღშფოთებულიადამიანი გაგვაერთიანა.
კიდევ გიმეორებთ – ვერ დამიჭერთ და ვერც ამ დაჭერობანას თამაშით გამტეხავთ.” – წერს მელია სოციალურ ქსელში.