საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია ამბობს, მისი შვილის ჯანმრთელობა უმჯობესდება, თუმცა, ჯერჯერობით, მაინც სუსტად არის.
“მის სამედიცინო მდგომარეობას მე ვერ შევაფასებ. მომეჩვენა, თითქოს ოდნავ არის გაუმჯობესება, მაგრამ თვითონ მითხრა, დილიდან ძალიან მაქანავებდაო.
ოთახი არის პატარა, ძირითადად წევს ან ზის. მანძილი არ არის, რომ შევაფასო, როგორ დადის. ჩვეულებრივად ვლაპარაკობთ და არის მოლოდინში.
როგორი უნდა ჰქონდეს განწყობა, როცა გამოკეტილი ხარ ადამიანი. რა თქმა უნდა, შესაბამისი განწყობა აქვს იმასაც და ჩვენც, ყველას. მირჩევნია, უფრო თავისუფალ გარემოში იყოს. გამოკეტილ სივრცეში ყოფნა არის ფსიქოლოგიური ტრავმა. სჯობს, თუ ეს ფსიქოლოგიური წნეხი არ იქნება“, _ თქვა გიული ალასანიამ.
{იმედი აქვს რომ დაესწრება სასამართლო სხდომას, იმედი აქვს კი არა სურვილი აქვს, რომ უნდა დაესწროს. თვითონ დარწმუნებულია, შეძლებს და მეც ვფიქრობ, რომ შეძლებს“, _ ამბობს ალასანია.