ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი გივი ბერიკაშვილი, 83 წლის ასაკში, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
საქართველოს სახალხო არტისტი, სამი დღის განმავლობაში ფილტვებზე არსებული პრობლემების გამო მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
გივი ბერიკაშვილი დაიბადა 1933 წლის 12 მაისს გურჯაანის სოფელ კოლაგში. 1956 წელს დაამთავრა თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.
მუშაობდა რუსთავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში და კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში.
იყო საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემიის ლაურეატი, წლის საუკეთესო მამაკაცის პრემიის ლაურეატი.