რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა, რუსულ პროპაგანდისტულ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ რეგიონის დაბომბვა მხოლოდ მაშინ შეწყდება, როდესაც ხარკოვი რუსეთს შეუერთდება.
გლადკოვის თქმით, უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან, სულ მცირე, ხუთი დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფი შეიჭრა ბელგოროდის რეგიონში.
,,ჩვენ ვცხოვრობთ რეალური ომის პირობებში. ვიღაცას მოსწონს თუ არ მოსწონს – ის მიდის. მტერი ჩვენკენ მოდის. ჩვენ გვყავდა ხუთი DRG გრეივორონის ბოლო მოვლენებამდე.
რეგიონის დაბომბვა მხოლოდ მაშინ შეწყდება, როდესაც ხარკოვი რუსეთს შეუერთდება,” -აცხადებს გლადკოვი.
ჟურნალისტის კითხვაზე, სჯერა თუ არა მას ხარკოვის ანექსიის შესაძლებლობის, გლადკოვმა აღნიშნა, რომ ,,ხარკოვის შემეორთება პრობლემის გადაჭრის ყველაზე იდეალური გზა არის“ .
ავტორი